
იურიდიული საკონსულტაციო კომპანია · თბილისი
გამჭვირვალობა ყველა სამართლებრივ საკითხში
Lexiter Consulting კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება კორპორაციულ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში — ნათელი რჩევით, წინასწარ შეთანხმებული ნაბიჯებით და შედეგზე მიმართული მუშაობით.

მომსახურება
საკორპორაციო და კომერციული სამართალი
კომპანიების დაფუძნება და რეორგანიზაცია, კორპორაციული მართვა, პარტნიორთა და დირექტორთა საკითხები, წილებთან დაკავშირებული გარიგებები, პარტნიორთა შეთანხმებები და ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა.
ხელშეკრულებები და გარიგებები
სამოქალაქო და კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და მოლაპარაკება, გარიგებების სტრუქტურირება, სამართლებრივი რისკების შეფასება და ტრანზაქციის სრული იურიდიული მხარდაჭერა — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
სამოქალაქო და კომერციული დავები
სამართლებრივი პოზიციის შეფასება და დავის სტრატეგიის განსაზღვრა, მოლაპარაკება, მედიაცია და სასამართლო წარმომადგენლობა — საქმის საწყისი შეფასებიდან მის საბოლოო გადაწყვეტამდე.
მუდმივი იურიდიული მხარდაჭერა
კომპანიებისა და მეწარმეების მიმდინარე საქმიანობის სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა ყოველთვიური ან ინდივიდუალურად შეთანხმებული თანამშრომლობის ფორმატით.
მომსახურება მოიცავს საკორპორაციო, სახელშეკრულებო, შრომითი, ადმინისტრაციული და სხვა მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მართვას, დოკუმენტების მომზადებასა და გადახედვას, მოლაპარაკებებში მონაწილეობას, სამართლებრივი რისკების შეფასებას და მესამე პირებთან თუ სახელმწიფო ორგანოებთან წარმომადგენლობას.
შერწყმა, შეძენა, ინვესტიციები და სამართლებრივი Due Diligence
ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების, მყიდველებისა და გამყიდველების სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიების, წილების, ბიზნესებისა და აქტივების შეძენის, გასხვისების, შერწყმის, ინვესტირებისა და სხვა კომპლექსური ტრანზაქციების ფარგლებში.
ჩვენ ვახორციელებთ სრულმასშტაბიან სამართლებრივ Due Diligence-ს, მათ შორის კომპანიის კორპორაციული სტრუქტურის, საკუთრების, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების, აქტივებისა და ვალდებულებების, სასამართლო და ადმინისტრაციული დავების, შრომითი ურთიერთობების, ნებართვებისა და ლიცენზიების, უზრუნველყოფების, რეგულატორული შესაბამისობისა და სხვა არსებითი სამართლებრივი საკითხების შესწავლას.
კვლევის შედეგების საფუძველზე ვამზადებთ დეტალურ Legal Due Diligence Report-ს, გამოვყოფთ არსებით სამართლებრივ რისკებს და ვთავაზობთ რეკომენდაციებს მათი შემცირებისა და ტრანზაქციის სათანადო სტრუქტურირების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფთ ტრანზაქციის სრულ იურიდიულ მხარდაჭერას — მოლაპარაკებებიდან და Due Diligence-ის პროცესიდან ტრანზაქციის დოკუმენტების მომზადებამდე, შეთანხმებამდე და გარიგების დასრულებამდე.
სამართლებრივი დასკვნები და რეგულატორული ანალიზი
საქართველოს კანონმდებლობის კონკრეტულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების, მემორანდუმებისა და წერილობითი იურიდიული ანალიზის მომზადება.
ვაფასებთ კონკრეტული ბიზნესმოდელის, ტრანზაქციის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან დაგეგმილი საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, ვაანალიზებთ სამართლებრივ და რეგულატორულ რისკებს და ვამზადებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ადგილობრივი და უცხოელი კლიენტების, ინვესტორებისა და საერთაშორისო იურიდიული მრჩევლებისათვის.
სამოქალაქო აქტები და პირადი დოკუმენტაცია
დაბადებასთან, მშობლობასთან და სხვა სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები; პირად და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, მოპოვება, რეგისტრაცია, აღიარება, დამოწმება, აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია.
მომსახურება ასევე მოიცავს საერთაშორისო ელემენტის მქონე საქმეებს, მათ შორის დაბადების რეგისტრაციასთან, მშობლობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და სუროგაციის შედეგად წარმოშობილ დოკუმენტურ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას.
საიმიგრაციო სამართალი, ბინადრობა და ვიზები
საქართველოში შემოსვლის, კანონიერი ყოფნის, ბინადრობის უფლებისა და სავიზო საკითხების სამართლებრივი მხარდაჭერა. ვეხმარებით კლიენტებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრაში, დოკუმენტაციის მომზადებასა და განაცხადების წარდგენაში, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებულ პროცედურებში.
ადმინისტრაციული და რეგულატორული სამართალი
ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმომადგენლობა, რეგულატორული მოთხოვნების ანალიზი და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გასაჩივრება.
უძრავი ქონება
უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების, იჯარის, იპოთეკისა და სხვა ტრანზაქციების სრული სამართლებრივი მხარდაჭერა.
მომსახურება მოიცავს საკუთრებისა და უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებას, სამართლებრივ Due Diligence-ს, ხელშეკრულებების მომზადებასა და მოლაპარაკებას, გარიგების სტრუქტურირებას და საჯარო რეესტრში შესაბამისი უფლებების რეგისტრაციას.
შრომის სამართალი
შრომითი ხელშეკრულებებისა და შიდა პოლიტიკების მომზადება, შრომითი ურთიერთობების მართვა და შეწყვეტა, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებებთან დაკავშირებული კონსულტაცია, შრომითი რისკების შეფასება და შრომითი დავების წარმოება.
კომპანიები
- მცირე და საშუალო ბიზნესი
- სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები
- კომუნალური და ინფრასტრუქტურული სექტორი
ფიზიკური პირები
- ქონებრივი საკითხები
- სახელშეკრულებო დავები
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში
ენები
- ქართული
- ინგლისური
- რუსული
როგორ ვმუშაობთ
როგორ ვმუშაობთ
01
საუბარი
პირველი შეხვედრა ან ზარი — გავიგებთ ფაქტებს, თქვენს მიზანს და ვადებს.
02
შეფასება
წერილობითი შეფასება: თქვენი პოზიცია, შესაძლო გზები და ღირებულება — წინასწარ.
03
შესრულება
შედგენა, მოლაპარაკება, წარმომადგენლობა — საქმეს გადაწყვეტამდე მივყავართ.
კომპანია
Lexiter Consulting არის იურიდიული საკონსულტაციო კომპანია თბილისში, რომელიც კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება კორპორაციულ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
კომპანია 2026 წელს დაფუძნდა, ხოლო მისი გუნდის პრაქტიკა ცამეტ წელზე მეტ გამოცდილებას ეყრდნობა — კომპანიების შიდა იურიდიულ მხარდაჭერას, საბანკო სექტორსა და სასამართლო წარმომადგენლობას. ვმუშაობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებთან.
ჩვენი მიდგომა მარტივია: ნათელი, პრაქტიკული რჩევა, რომელიც იცავს კლიენტის ინტერესს და საქმეს გადაწყვეტამდე მიჰყავს.
გულახდილობა რისკებზე
თუ საქმე სუსტია, ამას პირდაპირ გეტყვით — სანამ ფული და დრო დაიხარჯება.
წინასწარი ღირებულება
საფასური წერილობით თანხმდება მუშაობის დაწყებამდე — მოულოდნელი ხარჯების გარეშე.
ერთი პასუხისმგებელი
თქვენს საქმეს ერთი მრჩეველი უძღვება თავიდან ბოლომდე — არავითარი გადაბარება.
ხშირი კითხვები
პირველი საუბარი უფასოა — გავიგებთ თქვენს საკითხს და გეტყვით, შეგვიძლია თუ არა დახმარება და რა ეტაპებით.
საათობრივად ან ფიქსირებულად, საქმის მიხედვით. ღირებულებას წერილობით ვათანხმებთ მუშაობის დაწყებამდე.
ქართულად, ინგლისურად და რუსულად — დოკუმენტებიც და კომუნიკაციაც სამივე ენაზე.
დიახ — ონლაინ კონსულტაციები საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან და საზღვარგარეთიდან.
დიახ. კლიენტისგან მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

გაქვთ იურიდიული საკითხი?
მოდით განვიხილოთ, როგორ დაგეხმარებათ Lexiter — პირველი ნაბიჯი საუბარია.
კონსულტაციის დაჯავშნაპირდაპირი კონტაქტი
თბილისი, საქართველო
კონტაქტი
აღწერეთ თქვენი საკითხი — ვპასუხობთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
24 სთ — პასუხი სამუშაო დღეს
