სამართლებრივი ინფორმაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განახლდა: 2026 წლის სექტემბერი
1. მონაცემთა დამმუშავებელი. ვებგვერდზე lexiter.ge შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შპს „ლექსიტერ ქონსალთინგი“ (ს/ნ 405846349). კონტაქტი მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე: info@lexiter.ge
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ. საკონტაქტო ფორმის შევსებისას — თქვენ მიერ მითითებული სახელი, საკონტაქტო მონაცემი (ელფოსტა ან ტელეფონი) და შეტყობინების ტექსტი. ელფოსტით, ტელეფონით ან მესენჯერით დაკავშირებისას — ის მონაცემები, რომლებსაც თავად გვაწვდით. ვებგვერდი არ იყენებს ანალიტიკურ ან სარეკლამო ქუქი-ფაილებს და არ ახდენს მომხმარებლის ქცევის თვალყურის დევნებას.
3. დამუშავების მიზანი და საფუძველი. მონაცემები მუშავდება მხოლოდ თქვენს მომართვაზე პასუხის გასაცემად და შესაძლო თანამშრომლობის განსახილველად. საფუძველია თქვენი თანხმობა და ხელშეკრულების დადებამდე გასატარებელი ღონისძიებები.
4. ვებგვერდი არ არის პასუხისმგებელი პირი. ვებგვერდით მოწოდებული ინფორმაცია და მიმოწერა არ წარმოშობს ვალდებულებებს. ნებისმიერი პროცესის ფარგლებში პასუხისმგებლობა, მათ შორის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, განისაზღვრება წერილობითი ხელშეკრულებითა და პირადი შეთანხმებით.
5. მიმღებები. მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიისთვის და მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებგვერდის ჰოსტინგსა და ელფოსტის მიწოდებას. მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე პირებს მარკეტინგული მიზნით.
6. საერთაშორისო გადაცემა და სტანდარტები. ვებგვერდის ჰოსტინგი და ელფოსტის მომსახურება ხორციელდება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სერვისპროვაიდერების მეშვეობით, მათთან დადებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე. კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და, ევროკავშირის რეზიდენტ პირებთან მიმართებით, ითვალისწინებს GDPR-ის პრინციპებს.
7. შენახვის ვადა. მონაცემები ინახება იმ ვადით, რომელიც საჭიროა თქვენს მომართვაზე პასუხის გასაცემად და შესაძლო თანამშრომლობის ფარგლებში, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
8. კონფიდენციალურობა. კლიენტისგან მიღებული ინფორმაცია განიხილება კონფიდენციალურად პროფესიული ეთიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
9. თქვენი უფლებები. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მათი გასწორება, განახლება, დამუშავების შეზღუდვა ან წაშლა, აგრეთვე თანხმობის გამოხმობა. მოთხოვნა გამოგზავნეთ მისამართზე info@lexiter.ge. ასევე გაქვთ უფლება მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
10. უსაფრთხოება. ვებგვერდი მუშაობს დაცული (HTTPS) კავშირით; მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია და ეძლევათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს.
11. ცვლილებები. პოლიტიკა შესაძლოა განახლდეს; მოქმედი ვერსია ყოველთვის ხელმისაწვდომია ამ გვერდზე.
